19 ოქტომბერი 2019,   17:28
ვრცლად
მკვლელობა ორხევში - ნათლიასა და ნათლულს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, ვალის დაუბრუნებლობის გამო მოხდა

მკვლელობა ორხევში - 42 წლის  მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მისივე ნათლია დააკავა. 80 წლის პენსიონერს პოლიცია განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებას ედავება. მოკლულს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, მკვლელობა კი დილის 8 საათზე მოხდა. 82 წლის ლერი ლომაშვილი თავის ნათლულს კახა მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. კახა მგალობლიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული. მკვლელობაში ბრალდებული საგამოძიებო უწყებაში თავისი ფეხით მივიდა.

ახლობლები ვალს ასახელებენ, რომელიც გარდაცვლილს მისი ნათლიისათვის არ დაუბრუნებია. სავარაუდოდ, დაპირისპირება მათ შორის სწორედ ამის გამო მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, საუბარია 400 ლარზე, რომელსაც გარდაცვლილი ვერ აბრუნებდა.

ოჯახის ახლობლების და მეზობლების თქმით, გარდაცვლილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

კახა გაბრიელაშვილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თუ რატომ მოხდა ნათლიასა და ნათლულს შორის დაპირისპირება, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ლერი ლომაშვილს, როგორც "კურიერისვის" ცნობილი ხდება, ის საცხოვრებელ სახლში ამ ეტაპისთვის მარტო ცხოვრობს. ლომაშვილს ჰყავს გარდაცვლილი მეუღლე და მისი შვილი ამჟამად უცხოეთში იმყოფება. 

"გავიგეთ, რომ მოკლესო და ვინ მოკლა, რა მოკლა ჯერ არ ვიცით არაფერი. ძვირფასი შვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ჯან-ღონით სავსე ბიჭი, პატარა ცოლ-შვილი დარჩა, მეტი არაფერი ვიცი, გაგვაუბედურესგაგვამწარეს, რომ იკითხოთ, ძალიან უწყინარი ბავშვი იყო, 42 წლის იყო," - აცხადებენ მეზობლები.

თავად ნათლიასა და ნათლულის ახლობლები ამბობენ, რომ მანქანების გაქირავების ბიუროში გარდაცვლილი თავად ლერი ლომაშვილმა დაასაქმა და წლების განმავლობაში მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქოონდათ.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თავად ლერი ლომაშვილი ამ ეტაპზე ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. 

შსს-მ საქმეზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენებას გულისხმობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები