22 ოქტომბერი 2019,   21:50
ვრცლად
მარიამ კუბლაშვილი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცდილობდა ძალადობას, ინვენტარი დაამტვრია თავად თამთამ

ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს  ცრუს უწოდებს - განცხადება ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მარიამ კუბლაშვილი ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სამედიცინო დაწესებულებაში შეხვდა.

"ბრალის წარდგენის მერე დეპუტატი ამბობს, რომ ის არ ელოდა ამ ბრალდებას, როგორც არ ელოდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. აპირებს ბრძოლას გამართლებამდე,"- აცხადებს მარიამ კუბლაშვილი. ადვოკატის თქმითვე, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რითიც დადგინდება ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობა.

"ის არის მორალურად განადგურებული და მისივე სიტყვებს გეუბნებით, მას არ სურს გააგრძელოს ცხოვრება ამ სახელით და იბრძოლებს, სანამ არ დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცდილობდა ძალადობას, ინვენტარი დაამტვრია თავად თათიამ," - აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს მარიამ კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა, ხოლო თამთა თოდაძე საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად დღეს ცნო.

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები