11 დეკემბერი 2019,   07:12
ვრცლად
მკვლელობა ორხევში - ნათლიამ ნათლული, სავარაუდოდ, 400 ლარის გამო მოკლა

42 წლის კახა გაბრიელაშვილის სიცოცხლე 400 ლარს შეეწირა. ნათლიამ ნათლული, სავარაუდოდ, ფულის გამო მოკლა.

ახლობლების ინფორმაციით, 82 წლის ლერი ლომაშვილი ნათლულს ვალის დაბრუნებას სთხოვდა, კახა გაბრიელაშვილი თანხას ვერ აბრუნებდა, რაც, სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი გახდა.

ლომაშვილის და გაბრიელაშვილის მეზობლებს მკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ და მომხდარით გაოგნებულნი არიან. 

შემთხვევა დღეს დილით 8 საათზე მუხაძის 5 ნომერში მანქანების გაქირავების ბიუროსთან მოხდა. 82 წლის ლერი ლომაშვილმა თავის ნათლულს 42 წლის კახა გაბრიელაშვილს 6 ტყვია ესროლა. გაბრიელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ლომაშვილი კი საგამოძიებო უწყებაში თავისი ფეხით მივიდა და დანაშაული აღიარა.

შს სამინიტრომ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება 2 მუხლით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების მოტივით დაიწყო, რაც 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები