18 ნოემბერი 2019,   09:48
ვრცლად
"მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს“ - შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძის კითხვებს არ უპასუხა 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა 11 საათზე დიდხანს გაგრძელდა. შალვა თადუმაძემ სხდომაზე, პროტესტის ნიშნად, არასამთავრობო ორგანიზაცია, "დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა.  ამის მიზეზად, გენერალურმა პროკურორმა ორი მიზეზი დაასახელა.

მისი თქმით, კოალიცია, რომელსაც გიორგი მშვენიერაძე წარმოადგენს, მის დიპლომთან დაკავშირებით შავ პიარს განზრახ ეწევა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძეს ის ფაქტი შეახსენა, რა დროსაც, "დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მობილური ტელეფონის ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.  

გენერალური პროკურორის თქმით, თავს არ თვლის ვალდებულად, გიორგი მშვენიერაძის შეკითხვებს უპასუხოს.  

“ჩემი კვალიფიკაცია და ჩემი კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ იმ ადამიანებმა, ვისაც გააჩნია ამის მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისი ლეგიტიმაცია. მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი ვისაც გააჩნია ეს ყველაფერი. ამ ქვეყანაში ვართ რამდენიმე ადამიანი, ვინც ძალიან მაღალ ფუნქციას ვასრულებთ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ კი ბატონო გიორგი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს,“ - აცხადებს შალვა თადუმაძე.   

შალვა თადუმაძეს კითხვები დაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც.  

 

დღის ამბები