22 ოქტომბერი 2019,   21:45
ვრცლად
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო “ქართული ოცნების“ წევრის ილია ჯიშკარიანის აღმკვეთთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.

ადვოკატი ყველაზე მსუბუქი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს, რასაც არ ეთანხმება დაზარალებული მხარე.

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატს ბრალი ორი დღის წინ წარედგინა - მას თანაშემწის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებენ.  

თავად ჯიშკარიანი, რომელმაც თითქმის ერთკვირიანი დუმილი გუშინ დაარღვია, ბრალდებას უარყოფს, სიმართლისთვის ბრძოლის დაწყებას გეგმავს და აცხადებს, რომ დამადასტურებელ მტკიცებულებებს მხოლოდ სასამართლოს წარუდგენს.

დღის ამბები