22 ოქტომბერი 2019,   21:41
ვრცლად
მარჯანიშვილზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

გვიანობამდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

დაშავებულს ორი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. პაციენტს ალადაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის მალხაზ შალამბერიძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი შემავალი ჭრილობა, ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები. სასწრაფოდ გაყვანილ იქნა საოპერაციოში. ნეკნთაშუა არტერია იყო გადაჭრილი, ასევე აღენიშნებოდა ფილტვის პოლისის ქვედა პოლუსის გამჭოლი ჭრილობა. ამჟამად გადმოყვანილია რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,“ - აღნიშნა ექიმმა.

 

დღის ამბები