22 ოქტომბერი 2019,   21:42
ვრცლად
"ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ამას დავამტკიცებთ"  - მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

"ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" გენერალურმა დირექტორმა სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ვატო წერეთლის თქმით, მთელი ეს პროცესი მათი მედიის საქმიანობას უკავშირდება. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ავთანდილ წერეთელიც. მისი შეფასებით სახეზეა დაშინების მცდელობა.

მამუკა ხაზარაძე კი მის საქმესთან განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის სურვილებს უკავშირებს.

"ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ამას დავამტკიცებთ" - ბიზნესმენები პროცესზე შესვლამდე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 ათას ლარიანი გირაოები აქვთ შეფარდებული.

დღის ამბები