22 ოქტომბერი 2019,   21:40
ვრცლად
ჩუღურეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩუღურეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გედევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. 

ადგილზე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები