22 ოქტომბერი 2019,   21:38
ვრცლად
მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება – გიორგი გახარია  

მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

გიორგი გახარიას თქმით, წლევანდელი რთველი არ იყო მარტივი. როგორც პრემიერი ამბობს, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ცხრა მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მარკეტინგული პროგრამებისთვის დაიხარჯება. 

"დარგი კარგად ვითარდება, 9 თვის მონაცემებით, როგორც მახსოვს, დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ბოთლია უკვე ექსპორტირებული, რაც კარგი მონაცემებია. ძალიან კარგად მახსოვს 12-13 წლები, როდესაც დაახლოებით, 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით და წელს უკვე რთველში მიღებული გვაქვს დაახლოებით 270 ათასი ტონა. რა თქმა უნდა, არის დრო, რომ ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი გლეხის და მევენახის ხარისხიდან იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად. მესმის, რომ პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა თუ პრაგმატულად, ობიექტურად შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები წესით არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები