22 ოქტომბერი 2019,   21:48
ვრცლად
"არავის დაურეკავს, არც მოულოცავს" - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მკლავჭიდში მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საღინაშვილი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც საღინაშვილი ამბობს, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა არც მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ელიტური ტურნირის ტოპ-რვის ფინალში გასვლა მოახერხა.

ლევან საღინაშვილის განცხადებით, მას არც სპონსორი ჰყავს, შესაბამისად მომავალი ტურნირებისთვის საკუთარი ხარჯებით ემზადება. იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, საღინაშვილი არ გამორიცხავს სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

"მნიშვნელოვან შეჯიბრზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოყვა. ჩამოვედი მარტო მეგობრები დამხვდნენ, არავის დაურეკავს, არც მოულოცავს არც სპორტის სამინისტროდან, არსაიდან საერთოდ. შევხედავ სიტუაციას და რამე თუ არ შეიცვალა, ალბათ წავალ,"- განაცხადა საღინაშვილმა.

დღის ამბები