22 ოქტომბერი 2019,   21:44
ვრცლად
"ჯანდაცვის სამინისტრო ბინების გადაცემას უკანონოდ ახორციელებს" - დევნილებმა პროკურატურაში სავარაუდო კომპრომატი მიიტანეს

დევნილები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოშიმშილე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, პროკურატურას სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან დევნილებისთვის ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტების გამოძიებას მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში საჩივრის წერილი და დისკი მიიტანეს. მათი მტკიცებით დისკზე აღბეჭდილია ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბესიკ სიმონიშვილი, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საუბრობენ.

"2019 წლის 30 სექტემბერს ნომერი 225-ე სამარშრუტო ტაქსიში   ერთ-ერთი პირი ესაუბრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს ბესიკ სიმონიშვილს,საუბარი შეეხებოდა იმას თუ როგორ ხდებოდა არაკანონიერი გზებით პირებზე ბინების გადაცემა,"-უყვება"კურიერს"ერთ-ერთი აქციის მონაწილე დევნილი ქალბატონი. 

​ იძულებით გადაადგილებული პირები პროკურატურაში  "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ.

დღის ამბები