12 ნოემბერი 2019,   17:07
ვრცლად
ბათუმი სასაფლაოს გარეშე - ადგილობრივებისთვის მიცვალებულის დაკრძალვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა

ბათუმი ახალი სასაფლაოს გარეშე დარჩა - ბოლო რამდენიმე წელია, ბათუმელებისთვის მიცვალებულის დაკრძალვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა. ქალაქში სულ 12 სასაფლაოა, მაგრამ ადგილები თითქმის აღარ არის. ქალაქის ვერც ყოფილმა და ვერც მოქმედმა მერებმა საკითხი ვერ გადაჭრეს. ბათუმის მერიასთან არსებული აიპი სასაფლაოების ხელმძღვანელი კი დღეს აცხადებს, რომ პროექტის დასასრულებლად რამდენიმე მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბათუმის მერიამ სასაფლაოს პროექტი 2018 წელს ჩაიბარა, მაგრამ მოგვიანებით გაარკვია, რომ აქ მიცვალებულებს ვერ დაკრძალავდნენ. ნიადაგი მოძრავი აღმოჩნდა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაპრალები გაჩნდა.

ახალი სასაფლაოს ტენდერი ბათუმის მერიამ 2014 წელს გამოაცხადა. ტენდერში თავდაპირველად აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა მუნიციპალურმა სამსახურმა ტენდერი ჩაშლილად მიიჩნია და ხელახლა გამოაცხადა. მეორედ უპირატესობა კომპანია “მამისონმა" მოიპოვა, რომელმაც სამუშაოები შეასრულა. როგორც კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი ბაზაძე ამბობს, ახალ სასაფლაოზე პრობლემები არა უხარისხო მასალამ, არამედ არასწორად შედგენილმა პროექტმა განაპირობა.

რატომ ჩაიბარა მერიამ ობიექტი თუ ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა? - ამ კითხვაზე დღეს ბათუმის მუნიციპალურ სამსახურში ზოგადი პასუხი აქვთ.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. ოპოზიციაში თვლიან, რომ პროკურატურაც და მერიაც ცუდად მუშაობს. 

დღის ამბები