12 ნოემბერი 2019,   18:14
ვრცლად
ახალი კანონპროექტი - 12 წლამდე მოზარდების ტრანსპორტირება კანონით დარეგულირდება

12 წლამდე მოზარდების ტრანსპორტირებას მალე კანონი დაარეგულირებს. კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე სპეციალური დამჭერი მოწყობილობა დაამაგროს, რომელიც ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს. ხშირ შემთხვევაში არასწორად შერჩეული დამჭერი მოწყობილობა ტრაგედიის მიზეზი ხდება.

ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს არასწორად შერჩეული სავარძელი 21 ბავშვისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 

კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრად დაცვაზე საუბრობენ. მოიპოვებს თუ არა კანონპროექტი დეპუტატების მხარდაჭერას, ჯერჯერობით, უცნობია. კანონმდებლებს რეგულაციების აღსრულების ნაწილში კითხვები აქვთ.

კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. საკანონმდებლო წინადადებას უახლოეს დღეებში იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ. 

დღის ამბები