12 ნოემბერი 2019,   17:46
ვრცლად
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისის პრინტ ფესტივალისთვის ემზადება

17 ოქტომბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისის პრინტ ფესტივალს "ლაიფ ენ სთაილს" უმასპინძლებს.

უნიკალური, ხელით ბეჭდვის ტექნიკით დამზადებული ნამუშევრები, კოსმოსური გამოფენა, კონცეპტუალური პერფორმანსი და პრინტ ნამუშევრების გამოფენა 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ქართველი მხატვრების გარდა საკუთარ ანაბეჭდებს ფესტივალზე მსოფლიოს 12-მდე ქვეყნის ავტორებიც დატოვებენ.

17 ოქტომბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრინტ ფესტივალი "ლაიფ ენ სთაილი" კოსმოსურ გამოფენასაც გეგმავს. გზავნილი სტრატოსფეროში და გამოფენის ამსახველი დოკუმენტური მასალის ჩვენება კონცეპტუალური პერფორმანსით იგეგმება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები