15 დეკემბერი 2019,   19:59
ვრცლად
ეუთოში აშშ-ს მისიამ რუსეთს ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ მოსთხოვა

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ, რუსეთს, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა და 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

შეერთებული შტატები პასუხისმგებელ მხარეებს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მოხდა ოთხოზორია-ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობები. ასევე, რაც შეიძლება მალე მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

მოთხოვნები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჟენევის დისკუსიებზეც დააყენა, ამერიკულმა მისიამ ეუთოს მუდმივ საბჭოს ვენაში გააცნო.

დღის ამბები