15 დეკემბერი 2019,   20:02
ვრცლად
მორატორიუმის ბედი გაურკვეველია - სკანდალური შეწყალებაზე პრეზიდენტი განმარტებებს ისევ არ აკეთებს

პროკურატურას პრეზიდენტის შეწყალების საქმე აქვს დასასრულებელი. ახალ წლამდე სამ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, შეწყალების პროცესზე გამოცხადებული მორატორიუმის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. სწორედ ახალი წელია ერთ-ერთი იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც პატიმრები და მათი ოჯახები შეწყალებას ელოდებიან.

ბოლოდროინდელი საეჭვო შეწყალებების გამო კი, სხვა მსჯავრდებულების უფლებები დარღვეულია.

შეწყალების სკანდალის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა, შეფერხდა იმ პატიმრების შეწყალების საქმეების განხილვა, რომლებიც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების იმედად რჩებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტს მოუწოდა შეწყალების პროცესზე მსჯელობა დროულად დაიწყოს.

პარლამენტში ამ დრომდე სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კანონმდებლები პრეზიდენტის კომპეტენციაში ვერ ჩაერევიან. ოპოზიციისთვის კი საერთოდ გაუგებარია, რატომ დადგა ახალი ჯგუფების შექმნისა თუ კონსულტაციების აუცილებლობა.

დღის ამბები