20 ნოემბერი 2019,   18:41
ვრცლად
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა. ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების აღიარებას ევროპაში; სპეციალისტების შეფასებით, ფაქტი საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს გააძლიერებს. ცენტრი ასოციაციის წევრად ოფიციალურად ერევანში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია.

"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული...  ეს იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების შედეგია, რომელიც რეფორმების კუთხით ხორციელდება და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ევროპამ ეს ყველაფერი აღიარა," - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღის ამბები