20 ნოემბერი 2019,   18:11
ვრცლად
დასავლეთმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი 

დასავლეთმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ედვარდ ლუკასი ბრიუსელსა და ვაშინგტონს უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რასმუსენის იდეას მიესალმება. ევროპელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში საქართველოს სასარგებლოდ შეიცვლება. 

"უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივა ყველა პირობებში დადებითია და ამას უნდა მივესალმოთ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება – ეს არის ის, რისთვისაც დიპლომატები იღებენ ხელფასს. ნატოს მეხუთე მუხლს რაც შეეხება, ამ მუხლში ნათქვამია, რომ ნატოს წევრები ცალ-ცაკლე ან ერთად პასუხობენ მუქარას, მაგრამ ამის უპირობო გარანტია არ არსებობს. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტეგრირება ყველა დასავლურ თავდაცვით ინსტიტუტში რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან ჩვენ მას ვკარგავთ. რუსეთის, ჩინეთის გავლენა იზრდება. პოლიტიკა პოლარიზებულია, ინსტიტუტები სუსტდება, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა – ასეთი რამ მანამდე არ ხდებოდა. ვწუხვარ, რომ საქართველო ერთგვარი ვაკუუმია. საქართველო პატარა ქვეყანაა. 5 მილიონზე ნაკლებ მოქალაქეს ნამდვილად სჭირდება გარე მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ამ ეტაპზე საქართველო არ იღებს. არ იღებს გერმანიის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან," - განაცხადა ედვარდ ლუკასმა




დღის ამბები