15 ნოემბერი 2019,   06:59
ვრცლად
"დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ..."​ - რუსეთის მორიგი მუქარა საქართველოს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საფრთხის შემცველს უწოდებს. მედვედევი მიიჩნევს, რომ ნატომ ქვეყნები, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვს, ალიანსში არ უნდა მიიღოს.

მედვედევი სერბეთის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხედრო და პოლიტიკური პასუხით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ბაზებს განათავსებს.

"საქართველოსა და უკრაინაში ვითარება მარტივი არ არის. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სურს. ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ. როდესაც ნატო იმ ქვეყნების მიერთებას ცდილობს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ეს თავად ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება და ამან სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს," - აცხადებს მედვედევი.

დღის ამბები