15 ნოემბერი 2019,   17:18
ვრცლად
თელავში ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს

20 ოქტომბერს თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქციას გამართავს.

მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან და 20-21 ივნისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, ადგილობრივ მერიას აქციის ჩატარების შესახებ შეატყობინეს, თუმცა მუნიციპალიტეტმა მათ ამის ნებართვა არ მისცა. 

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტს ვადის დარღვევით მიმართა, რის გამოც მათ აქციის ჩატარების ნებართვაზე უარი ეთქვათ.

დღის ამბები