15 დეკემბერი 2019,   19:56
ვრცლად
დიდი ოდენობით "ჰეროინი" კახეთში - სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს

კახეთში, სოფელ აფენში, ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით1972 წელს დაბადებული ე.ა-ს დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები