20 ნოემბერი 2019,   06:32
ვრცლად
საკალათბურთო ჩემპიონატში ბასკონიამ მეტოქე თორნიკე შენგელიას დამსახურებით დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავ საუცხოოდ ითამაშა თორნიკე შენგელიამ. გათამაშების მეხუთე ტურში ბასკონიამ ვიტორიაში რეალ ბეტისს უმასპინძლა და მეტოქე 84:73 დაამარცხა.

ბასკების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ქართველმა კაპიტანმა შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც სწორედ ის გახდა. შენგელიამ 18 ქულა დააგროვა, კალათიდან ასხლეტილი ბურთი 9-ჯერ მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა.

ბასკონია 2 მოგებითა და 3 წაგებით მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 27 ოქტომბერს შენგელიას გუნდი ტენერიფეში, გიორგი შერმადინის იბეროსტარს შეხვდება.

დღის ამბები