20 ნოემბერი 2019,   06:24
ვრცლად
რუსთაველი მიტროპოლიტი: სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს

სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს აღარ განიხილავს - რუსთაველი მიტროპოლიტი იოანეს განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ დადასტურდა, შესაბამისად, საუბარი ამ საკითხზე არ შედგება.

რაც შეეხება შესაძლო სიმულაციას დეკანოზის მხრიდან, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს გარემოება ექიმების დასადგენია.

"სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს, იყო თავის დროზე განხილული და როცა გამოძიება დაიწყო, პატრიარქმა თქვა, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას. იყო საუბარი, რომ მძიმეა მისი მდგომარეობა და გადაყვანილია საავადმყოფოში, ჩვენ გავესაუბრეთ ექიმებს და გვითხრეს, რომ არც ისე მძიმეა მდგომარეობა," - განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა.

დღის ამბები