20 ნოემბერი 2019,   05:56
ვრცლად
ვინც მიუტანა ხაზარაძეს მუქარის წერილი - "თიბისი ბანკის" დამფუძნებლი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან

 


ამ დრომდე გასაიდუმლოებულია იმ პირის ვინაობა, ვინც მამუკა ხაზარაძეს წერილი მიუტანა, თუმცა ის მზად არის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სწორედ გამოძიების დასადგენია, იყო თუ არა ამ მუქარის რეალური ავტორი მაშინდელი შინაგან საქმეთა და ამჟამად მოქმედი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ინტერესების დამცველის განცხადებით, ყველა შესაბამისი მტკიცებულება შუამავლების გასარკვევად, გამოძიებას მიეწოდება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ  წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის დედანის ექსპერტიზა ლონდონში ჩატარდა. აღნიშნულ წერილზე ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. 

 

დღის ამბები