20 ნოემბერი 2019,   05:15
ვრცლად
"მივენდოთ ე.წ. გამოძიებას"- მამუკა ხაზარაძემ სავარაუდო მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში წარადგინა

რას დაადგენს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისთვის სავარაუდოდ გაგზავნილ ე.წ მუქარის წერილზე ბრიტანეთის ექსპერტიზის ბიუროს შემდეგ საქართველოს პროკურატურა - საგამოძიებო უწყებაში მუქარის გზავნილის დედანი მამუკა ხაზარაძემ ადვოკატთან ერთად პირადად წარადგინა.

ხაზარაძე ითხოვს, რომ დადგინდეს ყველა იმ პირის ვინაობა, რომელთა ანაბეჭდებიც იკითხება როგორც წერილზე, ასევე გამჭვირვალე ფაილზე, რომელშიც გზავნილი ინახებოდა. 

გარდა ამისა, ხაზარაძე ამბობს, რომ შუამავალი დასახელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.

"ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასაგან და შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს ვის მიერ არის ეს დაწერილი. მე მათგან განსხვავებით დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მივენდოთ ე.წ. გამოძიებას. ორი საკითხი იყო - პირველი, სად არის დედანი და მეორე, ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" სპიკერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბრიტანეთიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, იკითხება ათეულობით ფრაგმენტი და დეტალები უკვე საქართველოში ჩატარებული გამოძიების დასაზუსტებელია.

ეს არ არის ჩვეულებირივი და რიგითი სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე, რომელშიც ხელისუფლებაა ჩართული და ამ წუთიდან მათ აღარანაირი ფორმალური საფუძველიც კი არ რჩებათ, რომ რითი გაამართლებენ გამოძიებაზე უარის თქმას. ახლა ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიებას პოლიტიკური დევნის საქმეზე. ეს საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები