20 ნოემბერი 2019,   05:35
ვრცლად
"მიენიჭოს დავით გარეჯს დაცული ტერიტორიის სტატუსი" - ანა დოლიძე

ანა დოლიძე დავით გარეჯისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე წლებია სპეციალისტები მუშაობენ და არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც სადავო ტერიტორიაზე პრობლემებს მოაგვარებს. დოლიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის  გადაწყვეტას მხოლოდ მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

"დავით გარეჯს მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები