13 ნოემბერი 2019,   14:22
ვრცლად
"გვინდა სხდომა წარიმართოს დახურულ რეჟიმში და არა მატრაკვეცობა კამერების წინ" - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

ხმაური გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე - დეპუტატებს შორის კამათი, ქეთევან ციხელაშვილის საკომიტეტო მოსმენის დახურვის ინიციატივას მოჰყვა.  

კომიტეტზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან მთავარი საუბრის თემა - ოკუპაცია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ამ კუთხით ქვეყნის უსაფრთხოება იყო.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია სხდომის დახურვას იმ არგუმენტით ითხოვდა, რომ საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სურდა ისეთი კითხვები დაესვა მინისტრისთვის, რაზეც ღია ეთერში ვერ ისაუბრებდა. 

"მაინტერესებს ქალბატონი ციხელაშვილის პასუხები იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთებში იქ, სადაც გვაინტერესებს რაც ხდება, ზუსტად რომ დახურულ რეჟიმში. იმიტომ, რომ გავიგო ნორმალურად რა ხდება იქ და ისეთი შეკითხვები დავუსვა, რა შეკითხვებსაც ვერ დავუსვამ ღია ეთერში. ზუსტად რომ დახურულ რეჟიმში გვაინტერესებს ეს ჩვენ და არა მატრაკვეცობა კამერების წინ და მიკროფონებში," - განაცხადა ადა მარშანიამ.

ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ მზადაა ისაუბროს ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე იმაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ბორდერიზაციის პროცესის წინააღმდეგ.

სხდომის დახურვის შესახებ ინიციატივაზე ციხელაშვილმა განაცხადა, რომ შესავალი სიტყვის შემდეგ მზადაა შეხვედრა დახურულ რეჟიმში გააგრძელოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები