12 დეკემბერი 2019,   04:54
ვრცლად
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ფორმატში გადასვლას მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროკავშირს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობის ახალ ფორმატში გადასვლას მოუწოდებს. განცხადება დიმიტრი კულებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონსულტაციებზე გააკეთა.

კულება მიიჩნევს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" რეფორმირებას საჭიროებს და ევროკავშირმა ახალი სტრატეგიით სამივე ქვეყნის ევროპასთან დაახლოვება უნდა შეძლოს.

დღის ამბები