06 დეკემბერი 2019,   22:28
ვრცლად
"აქ რომ ეს ზის არის შენი სირცხვილი..." - მიქაუტაძის მოსმენისას ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენის დროს პარლამენტში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მათ მოითხოვეს, რომ ვატო შაქარაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება მიეცათ. შაქარაშვილის კითხვის გაჟღერებას ითხოვდა მეორე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც.

"აქ რომ ეს ზის არის შენი სირცხვილი პირადად, რომ მიეცი საშუალება ამ ზონდერს აქ ჯდომის,"- მიმართა გოგიჩაიშვილმა ბერაიას.

დაჩი ბერაიას განცხადებას, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს, დარბაზში ხმაური მოჰყვა, ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა. 

დღის ამბები