20 ნოემბერი 2019,   06:23
ვრცლად
"იწილო-ბიწილო... დახარჯოს მაია ცქიტიშვილმა 5 საათი და კითხვებს პასუხი გასცეს" - გოგიჩაიშვილი 

პარლამენტის უფრაქციო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ანაკლიის პროექტის თემაზე საპარლამენტო დებატების აუცილებლობაზე საუბრობს. გოგიჩაიშვილის შეფასებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხები ამომწურავად, ღია ფორმატში უნდა გაეცეს.

"ეს მედიის იწილო-ბიწილო და კინკლაობა, რომ დასრულდეს, მოვიდნენ, აიღონ პასუხისმგებლობა და გასცენ საზოგადოებას პასუხი. რამდენადაც ვიცი კონსორციუმი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა. დახარჯოს მინისტრმა თავისი სამუშაოს 5 საათი, დადგეს და გასცეს კითხვებს პასუხი. არაფერი არ მოუვა. ამაზე მნიშვნელოვანს მაინც არაფერს არ აკეთებს. მისი მოვალეობაა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები