12 ნოემბერი 2019,   17:20
ვრცლად
"ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე..." - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

"უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, "ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე," - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ "ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის კითხვას, რომელსაც გაუკვირდა, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე ინფორმაცია ტელეეეთერით შეიტყო.

მანამდე კი, სილაგაძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემაც დაუსვა დაუსვა.

"საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი," - აღნიშნა სილაგაძემ.

დღის ამბები