20 ნოემბერი 2019,   06:34
ვრცლად
"მოგვატყუეს, შეიძლება ასეთი უნიკალური ყურძენი არ იყიდებოდეს?" - ცაგერში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ყურძნის ჩაბარების მხრივ არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.

მოსახლეობა პრობლემის შექმნაში ღვინის კერძო კომპანია "როიალ ხვანჭკარას" ადანაშაულებს. მათი თქმით, რთველის დაწყების წინ კომპანია მათ ყურძნის ჩაბარებას დაპირდათ, თუმცა რთველის შემდეგ უარი განაცხადა და მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩაიბარა, ნაწილი კი ცუდი ხარისხის მიზეზით უკან დააბრუნა.

"მოგვატყუეს, მათ გამო სხვებს უარი ვუთხარით, ახლა კი ყურძენს ძლივს ვაბარებთ. დროულად რომ ეთქვათ სხვა კლიენტებს მოვძებნიდით, შეიძლება, ასეთი უნიკალური ყურძენი არ იყოდებოდეს?" - აცხადებენ ადგილობრივები.

ტვიშში დამატებით რამდენიმე კომპანია შევიდა, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ, თუმცა ყურძნის რეალიზებაზე გარკვეული პრობლემები ამ დროდმდე რჩება.

დღის ამბები