20 ნოემბერი 2019,   05:23
ვრცლად
"ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი ამდენი ხანი გაჭიანურდა" - დავით საგანელიძე

ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გამოეხმაურა. საგანელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ პროექტის განხორციელება ამდენი ხნით გაჭიანურდა.

"როგორ შეიძლება, რომ ანაკლიის პროექტით არ იყოს დაინტერესებული სერიოზული ბიზნესი მსოფლიოში. ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და პუნქტია ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად განხორციელდება. ძალიან ვწუხვარ, წრფელი გულით ვამბობ, რომ ამდენი ხანი ეს პროექტი გაჭიანურდა, მიზეზებში არ შევდივარ, მაგრამ ეს პროექტი რომ აუცილებელია ქვეყნისთვის და გარდაუვალია ამ პროექტის წარმატებული განხორციელება, ამას ნამდვილად ვადასტურებ,"- განაცხადა საგანელიძემ.

დღის ამბები