12 ნოემბერი 2019,   17:51
ვრცლად
"ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას ვუმასპინძლებთ"- ლევან ახვლედიანი

"აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეები ანაკლიაში ჩასვლას და ღრმაწყლოვან პორტთან არსებული ვითარების პირადად გაცნობას გეგმავენ.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლებს:

"ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლებთ ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას, კერძოდ ვიცეპრემიერის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არამარტო დასავლელი პარტნიორების, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ინტერესი ასევე არის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მაგრამ არა ვიზიტის სახით ანაკლიაში. ასეთი დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას, არის ინტერესი რა თქმა უნდა და ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს, რათა ვნახოთ ინტერესთა გადაკვეთის პუნქტები," - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

დღის ამბები