12 ნოემბერი 2019,   17:02
ვრცლად
როგორ მოხვდა პაატა სილაგაძე უვადო მოსამართლეების სიაში - "მიქაუტაძე დამიკავშირდა, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო"

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატსა და სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უსმენენ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ როგორ აღმოჩნდა სილაგაძე უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სიაში.

"თქვენ ბრძანდებოდით იმ სკანდალურ სიაში, რომელმაც დეკემბერში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ აღმოჩნდით აღნიშნულ სიაში, ვინ შემოგთავაზათ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობა?" - მიმართა კახიძემ სილაგაძეს.

პაატა სილაგაძემ კი, თავის მხრივ განმარტა, რომ  აღნიშნულთან დაკავშირებით  მას გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირდა.

"დეკემბერში, როდესაც საბჭოს გადაეცა ეს ფუნქცია მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა, დამიკავშირდა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მითხრა, რომ ფიქრობდნენ წარვედგინეთ კვლავ კანდიდატად და მექნებოდა თუ არა რამე საწინააღმდეგო. შესაბამისად, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო," - აღნიშნა მოსართლეობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ სხდომა უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს.

დღის ამბები