12 ნოემბერი 2019,   17:02
ვრცლად
"საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა" - გიორგი  გახარიას გამოსვლა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე

"აბრეშუმის გზის" ფორუმის დასკვნით დღეს სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიას გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნესგარემო იყო.

"ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება.

საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან.

ამდენად, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები