12 ნოემბერი 2019,   17:03
ვრცლად
ავარია ზუგდიდში - ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მძიმეა მესამე მამაკაცის მდგომარეობაც, თუმცა, პაციენტი კონტაქტურია. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შს სამინისტრომ მოხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები