19 ნოემბერი 2019,   09:09
ვრცლად
ნარკოტიკების შემოტანა, მამათმავლობა და მრუშობა - მამა შალვა კეკელია ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ადასტურებს

ბოლო 6 წლის განმავლობაში 30-მდე სასულიერო პირი მღვდელმსახურებიდან ნარკოდანაშაულის, მრუშობისა და მამათმავლობის ბრალდებით განაყენეს - ამის შესახებ "კურიერს" ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ესაუბრა.

მამა შალვა აღნიშნავს, რომ მსგავს ცოდვებში შემჩნეული სასულიერო პირები ეკლესიამ დაუყოვნებლივ განაყენა

"ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, მოუწოდებიათ ჩვენთვის ინფორმაცია, რომ მაგალითად სასულიერო პირს ნარკოტიკი შემოუტანია ან ნარკოტიკს იხმარდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ საპატრიარქოს ამ შემთხვევაზე რეაგირება გამოუხატავს იმ წუთშივე, სასულიერო პირს შეჩერებია მღვდელმსახურება. მოქმედი სასულიერო პირები ეკლესიამ განაყენა და გაუჩერა მათ მღვდელმსახურება. ეს ცოდვებია თუნდაც ნარკოტიკთან დაკავშირებით, მრუშობის ცოდვა, მამათმავლობის ცოდვა, რომელსაც ეკლესია არ ეგუება და ამ სასულიერო პირის განკვეთა უნდა დადგეს და მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ეკლესიამ ის ოდესმე შეიწყალოს. 30-ზე მეტი სასულიერო პირია განკვეთილი სხვადასხვა ცოდვების გამო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში,"- აცხადებს მამა შალვა კეკელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები