13 დეკემბერი 2019,   01:54
ვრცლად
აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა - „ფაინენშელ თაიმსი“

"დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს", - ამ სათაურით სტატიას "ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს.

პროფესორი ჯეიმს ბაჩუსი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების ფონზე ვაშინგტონმა თბილისთან კავშირები კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „აშშ-მ დადებითად უნდა უპასუხოს საქართველოს წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რადგან „ამას აქვს როგორც სტრატეგიული და კომერციული, ისე მორალური საფუძველი“.

სტატიაში ჯეიმს ბაქუსი მოუწოდებს აშშ-ს, გააძლიეროს მხარდაჭერა კრიტიკულ გზაგასაყარზე – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ქვეყნებთან.

ყოფილი კონგრესმენი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ავტორი განმარტავს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფის, თუმცა, რუსული ოკუპაციის ფონზე ეს რთულია.

დღის ამბები