14 ნოემბერი 2019,   22:38
ვრცლად
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით ვერის პარკიდან კინო ამირანისკენ მიემართებიან

ვერის პარკში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში კინოთეატრ ამირანისკენ მსვლელობით მიემართებიან, ისინი გზაში "საქართველოს" სკანდირებენ.

​მსვლელობის მიმდინარეობის დროს სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მსვლელობის გამო კინოთეატრთან სამანქანო გზა გადაიკეტა.

 

​ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. "ამირანის" წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.

დღის ამბები