14 ნოემბერი 2019,   23:37
ვრცლად
"გალერია თბილისის" კავეასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა

გალერეა თბილისში მდებარე კინოთეატრ "კავეასთან" გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც ამ წუთებში პარაკლისს აღავლენენ. მღვდელმსახურების თქმით,  ეს იმ ადამიანების სულების გადასარჩენად ჩატარებული პარაკლისია, რომლებიც მოსულები ფილმის საყურებლად არიან მისული.

ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი. მისი თქმით, მშვიდობიანი გზებით ეცდება "კავეას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას და ფილმის ჩაშლას.

ჯერჯერობით ადგილზე სიმშვიდეა და  მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს.

მაყურებლები სპეციალურ დეტექტორებთან გადიან შემოწმებას.

ადგილზე მობილიზებულია ასევე სასწრაფო სამაშველო ბრიგადაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს დახმარებას გაუწევს.

"კურიერის" რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად. მაყურებელს კი აქვს საშულება სწორედ "კურიერის" ეთერის მეშვეობით გაიგოს, რა ხდება ყველა იმ ადგილზე, სადაც დღეს ფილმის ჩვენება გაიმართება.

დღის ამბები