14 ნოემბერი 2019,   22:42
ვრცლად
ავარია კახეთში - დაშავებული სოფელ ჯოყოლოს დეპუტატი ელიზბარ ბორჩაშვილია

პანკისში ავარიის დროს ქვეითად მოსიარულე დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბირკიანში მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა, თავდაპირველად შუახნის მამაკაცს, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა, რის გამოც სოფლის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

დაშავებული სოფელ ჯოყოლოს დეპუტატი, ელიზბარ ბორჩაშვილია. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები