06 დეკემბერი 2019,   14:45
ვრცლად
"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოვუტ... როჟას" - გედევან ფოფხაძისა და დაჩი ბერაიას დაპირისპირება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და "ქართული ოცნების" წევრმა დაჩი ბერაიამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მას შემდეგ, რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით ისროლა რეპლიკა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა. აღნიშნულს ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან დაჩი ბერაიასთან მისვლა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

დაჩი ბერაია გედევან ფოფხაძეს "საქმის გასარჩევად" პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის გარეთ ეპატიჟებოდა. 

"კურიერის" კამერამ დააფიქსირა დეპუტატ გედევან ფოფხაძის სიტყვები, რომელიც მან დაჩი ბერაიას მიმართულებით თქვა. 

"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს, ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოვუტ... როჟას" - ეს იყო გედევან ფოფხაძის პასუხი დაჩი ბერაიას რეპლიკის მიმართ. 

დღის ამბები