06 დეკემბერი 2019,   14:47
ვრცლად
ავად იმზირება ასეთი გამოხტომები - ოპოზიცია პარლამენტში ჩხუბს საკონსტიტუციო ცვლილებების გადაფარვად მიიჩნევს

პარლამენტში დაპირისპირებას ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების გადაფარვის მცდელობად აფასებს. დეპუტატების განცხადებით, სახელისუფლებო გუნდს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული სხდომის ჩაშლა სურდა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცემს უფლებას, საკონსტიტუციო ცვლილება ჩაშალოს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელი ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს და ხელისუფლება ცვლილებების ჩაგდების საბაბად მათ ვერ გამოიყენებს.

"რაღაც ავად იმზირება ასეთი გამოხტომები. საკუთარი დანაპირები შეასრულეთ და საარჩევნო სისტემას კენჭი უყარეთ და ხმა მიეცით. ნუ ტოვებთ ამ კითხვის ნიშნებს და ნუ დააბრალებთ ნურავის, მთელი ოპოზიცია ხმას აძლევს ამ ცვლილებებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

2020 წლიდან ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო, ამ დროისთვის დეპუტატები ოპოზიციის მიერ მომზადებულ პაკეტს ეცნობიან.

დღესვე დეპუტატებმა "ქართული ოცნების" ვერსიაც უნდა განიხილონ. ამ ეტაპზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს განიხილევენ.

 

დღის ამბები