20 იანვარი 2020,   02:35
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. ბლადაძე საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობა გახდა.

"მე, როგორც უკვე პარტიიდან დამოუკიდებლად, მაქსიმალურად ბევრ დროს დავუთმობ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხებს. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის სიურპრიზი პატრიოტთა ალიანსიდან. ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, გვქონდა პარტიის ხელმძღვანელობასთან საუბარი, ვერ მივედით კონსესუსამდე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი," - აცხადებს მერაბ ბლადაძე.

ბლადაძემ თავის დროზე, უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი ჩაანაცვლა. 

დღის ამბები