23 იანვარი 2020,   12:08
ვრცლად
თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ცეცხლნასროლი ჭრილობით არის მოკლული. 

ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ამ დროისთვის,  შს სამინისტროს ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს. 
 

დღის ამბები