06 დეკემბერი 2019,   15:15
ვრცლად
პარლამენტთან "სირცხვილიას" აქცია დასრულდა

პარლამენტთან "სირცხვლიას" აქცია ხვალ, 12 სათზე განახლდება. 

აქციის ორგანიზატორების თქმით,  2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საფრთხეშია. 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მიცემული დაპირების შესრულებას მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული დემონსტრაციებით იმუქრებიან.

მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება. საკითხის განსახილველად, დეპუტატებმა დღეს უმრავლესობის სხდომის ჩატარებაც მოითხოვეს, რომელიც ხვალ დილით 10:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე ხვალ გაგრძელდება.

დღის ამბები