16 დეკემბერი 2019,   11:51
ვრცლად
მსუბუქი ნარკოტიკის შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გაუქმების საკითხზე EMC-იმ დისკუსია გამართა

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" მსუბუქი ნარკოტიკის შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გაუქმების საკითხზე  დისკუსიას მართავს.

შეხვედრაზე მიწვეულები არიან ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე სპეციალისტები, რომლებიც იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება აისახოს ქვეყნის კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება.

"ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არა კონკრეტულად, არამედ, ზოგადად, ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე, თუმცა დღემდე ამ საკითხზე არ არის ახალი კანონი მიღებული, რომელიც ახლებურად მოაწესრიგებდა ამ საკითხს. შესაბამისად, პრაქტიკაშიც არსებობს ბუნდოვანება, მითუმეტეს, რომ ძალიან რთულია რეალურად გაიმიჯნოს და მკაფიო ხაზი გაივლოს თუ რომელი ნარკოტიკი იწვევს სწრაფად მიჩვევას და აგრესიულ ქცევას და რომელი არ მიეკუთვნება ასეთ კატეგორიას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეზე,"- განაცხადა EMCის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.

დღის ამბები