16 დეკემბერი 2019,   11:53
ვრცლად
მმართველი პარტიის ქმედებები ცეცხლთან თამაშს ჰგავს - ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ქმდებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცეცხლთან თამაშად აფასებს.

ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისია.

"მმართველი პარტიის მხრიდან ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი. ძალიან სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება. ან უნდა აღიაროს მმართველმა პარტიამ, რომ საკუთარ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება 30-ზე მეტი დეპუტატი, რაც უკვე ნიშნავს პარტიულ კრიზისს ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან. ორივე შემთხვევაში არის ცეცხლთან თამაში," - განაცხადა ბესელიამ პარლამენტში განვითარებული პროცესების შეფასებისას.

დღის ამბები