09 დეკემბერი 2019,   06:28
ვრცლად
პროპორციული არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - გიორგი გახარია

გიორგი გახარია მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ პროცესებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. მინდა, ​ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად.“- განაცხადა პრემიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტარები გაიაზრებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. 

"აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული,"– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დღის ამბები